ჩვენ შესახებ

ჩვენი ბრენდის მოკლე ისტორია

"მაგარეას" ისტორია 2020 წლის დეკემბერში დაიწყო. მაშინ, როცა პანდემიის გამო, ისე, როგორც ბევრი თქვენგანი, მეც უმუშევარი დავრჩი. მაშინ გადავწყვიტე საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება და შევქმენი ბრენდი - მაგარეა. სახელი აერთიანებს ქართულ სიტყვას "მაგარია" და "Magic Are" ჯადოსნური საჩუქრების სივრცე. რაც შეეხება ლოგოს, ისიც აერთიანებს ორ სიმბოლოს. თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ საჩუქრის შეფუთულ ყუთს და ილუზიონისტის ცილინდრს, რომლიდანაც კურდღლის ყურები ჩანს.

ჩვენი პირველი პროდუქტი იყო სამაგიდო თამაში "მაქციის ღამე" სრულად ქართულად ადაპტირებული. შემდეგ საქართველოს ბაზარზე პირველი ორსულის დღიური, მისი ლოგიკური გაგრძელება - ჩვენი პირველი წელიწადი, ბოლოს კი - მინიმალისტური პოსტერესბი.

ამ ეტაპზე ჩვენი ერთადერთი პროდუქტია "ორსულის დღიური და ჩვენი პირველი წელიწადი"

პირველი ორსულის დღიური 2020 წლის დეკემბერში შეიქმნა. დიახ, ეს იყო საქართველოს ბაზარზე პირველი მსგავსი პროდუქტი! როცა ჩემი საუკეთსო მეგობარი პირველ სიხარულს ელოდებოდა, გადავწყვიტე მისთვის განსაკუთრებული საჩუქრის გაკეთბა და გამომივიდა კიდეც. იმხელა ემოცია იყო, იმხელა სიხარული, ცრემლები და ბედნიერება, ცოტა ხანში გადავწყვიტეთ ეს ბედნიერება სხვა დედიკოებისთვისაც გაგვეზიარებინა. ასე გავხდით არა მარტო მეგობრები, არამედ - ბიზნეს პარტნიორებიც. 2021 წლის 14 იანვარს კი დღიური ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგა. მას შემდეგ 200-ზე მეტი დედიკო გავაბედნიერეთ.

გარკვეული მიზეზების გამო 2023 წლიდან შევწყვიტეთ წარმოება. დღიურის განახლების, გაზრდის იდეა და სურვილი კი ჩვენს გულებში ისევ ცოცხლობდა და იმედს ვიტოვებდით, რომ ოდესმე გავაგრძელებდით ამ მართლაც დიდ საქმეს. ასეც მოხდა, 2025 წლის დეკემბერში დავიწყეთ განახლებულ, გაერთიანებულ დღიურზე მუშაობა. იყო შიში, უფრო მეტი, ვიდრე თავიდან, პასუხისმგებლობა, სიხარული, გათენებული ღამეები, კონსულტაციები პროფესიონალებთან, უკან დახევის მცდელობები ("არ გამოგვივა, უკვე შექმნეს მსგავსი პროდუქტი" და ა.შ...) თუმცა ყოველი ასეთი უკან დახევის მცდელობაზე, თავიდან ვკითხულობდით ჩვენი პირველი მომხმარებლების უკუკავშირს, თავიდან ვტიროდით მათთან ერთად და შევძელით, დიახ, შევძელით სრულყოფილი დღიურის შექმნა. რომელიც 2026 წლის აპრილიდან გაყიდვაშია და უკვე ძალიან ბევრი დედიკო გავახარეთ.

ჩვენი გუნდი აგრძელებს ახალ პროდუქტებზე მუშაობას და ძალიან მალე მეორე ჯადოსნური პროდუქტი უკვე გაყიდვაში იქნება! დაელოდეთ სიახლეებს!

ჩვენ ვიყენებთ cookie-ებს, რათა საიტი უკეთესად მოიქცეს თქვენი ბრაუზერის ბრუნებზე და გაყიდვებს დავაანალიზოთ. იხ. კონფიდენციალურობის პოლიტიკა.