დაბრუნების პოლიტიკა
დაბრუნების პოლიტიკა
წინამდებარე პოლიტიკა არეგულირებს magarea.ge-დან შეძენილი პროდუქციის დაბრუნების, შეცვლისა და თანხის ანაზღაურების წესებს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
1. 14-დღიანი უპირობო დაბრუნების უფლება
1.1. მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს შეძენილი ნივთი მისი ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
1.2. ამ უფლებით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა 14-დღიანი ვადის ამოწურვამდე უნდა გამოგვიგზავნოს წერილობითი შეტყობინება ელ-ფოსტაზე: info@magarea.ge.
2. უპირობო დაბრუნების გამონაკლისები
2.1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 14-დღიანი უპირობო დაბრუნების უფლება არ ვრცელდება შემდეგ პროდუქციაზე:
ნივთი, რომელიც დამზადებულია მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით ან აშკარად პერსონალიზებულია (მაგ.: პროდუქტი მომხმარებლის მიერ არჩეული სპეციალური წარწერით, ფოტოთი ან დიზაინით).
ნივთი, რომელიც მალფუჭებადია ან რომელსაც მოკლე ვარგისიანობის ვადა აქვს.
ჰერმეტულად დაცული ნივთი, რომლის ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და მისი დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის დაცვის ან ჰიგიენური ნორმების გამო.
3. დასაბრუნებელი ნივთის მდგომარეობა და ტრანსპორტირების ხარჯი
3.1. უპირობო დაბრუნებისას, ნივთი უნდა იყოს თავდაპირველ მდგომარეობაში, სრულად შენარჩუნებული სასაქონლო იერით, დაუზიანებელი შეფუთვითა და თანმხლები ნაწილებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3.2. მომხმარებელი ვალდებულია დაფაროს ნივთის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი ტრანსპორტირების ხარჯი.
4. წუნდებული ან შეკვეთასთან შეუსაბამო პროდუქტი
4.1. თუ მოწოდებული ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირებისას ან არ შეესაბამება ვებსაიტზე განთავსებულ შეკვეთას, მომხმარებელმა დაუყოვნებლივ, ნივთის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში უნდა გვაცნობოს აღნიშნულის შესახებ (ფოტო/ვიდეო მტკიცებულების თანდართვით).
4.2. ასეთ შემთხვევაში, კომპანია თავისი ხარჯით უზრუნველყოფს წუნდებული ნივთის ახლით ჩანაცვლებას ან, თუ ჩანაცვლება შეუძლებელია, გადახდილი თანხის სრულად დაბრუნებას.
5. თანხის ანაზღაურების წესი და ვადები
5.1. დასაბრუნებელი თანხა მომხმარებელს აუნაზღაურდება ნივთის უკან დაბრუნებიდან და მისი მდგომარეობის შემოწმებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა.
5.2. თანხის დაბრუნება ხორციელდება იმავე საგადახდო საშუალებით, რომელიც მომხმარებელმა გამოიყენა შეკვეთისას (Flitt-ის სისტემის გავლით, უშუალოდ იმავე საბანკო ბარათზე), თუ მომხმარებელთან სხვა რამ არ იქნება შეთანხმებული.