ETERNA - დროში მოგზაურობა
პროდუქტი მალე დაემატება
მალე გამოვა
ეს პროდუქტი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი შესაძენად. გადახდის გასაშვებად მზად გავხდებით უმოკლეს დროში.
დღიურის შესახებ
ოდესმე გიოცნებია შეგენახა შენი ნივთები, სურათები და წერილები ყუთში, დაგემარხა და წლების შემდეგ გაგეხსნა? ან თუ გაგიტანებია წერილი ზღვისთვის? სწორედ ეს იყო ეტერნას ინსპირაცია!
პირველად საქართველოში გთავაზობთ მოგონებების ყუთს, რომელსაც შეავსებ შენი დღევანდელობით და გახსნი რამდენიმე წლის შემდეგ. ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ ყუთს, ჩვენ ვყიდით ცერემონიას, იდეას, დროის კაფსულას. ყუთში დაგხვდება - კალმები, ქურცლები წერილისთვის, კონვერტები - წერილისა და სურათებისთვის, ხელთათმანები ( რათა არ დაისვაროს შესანახი ნივთები) პატარა ბოთლი შენი სუნამოს შესანახად, სტიკერები, ყუთის დასალუქად - ცვილის სრული კომპლექტი, (ცვილი, კოვზი, სანთელი, სადგამი, შტამპი)
სად და როგორ შეიძლება ეტერნას გამოყენება?
1) ქორწილში - შეინახე შენი ყველაზე მნიშვნელოვანი ცერემონიალის მოგონებები ერთ სივრცეში და გახსენი რამდენიმე წლის შემდეგ შენს მეგობრებთან ერთად,
2) შეინახე შენი შვილის პირველი ნივთები, დაუწერე წერილები, სურათები, რომელსაც 18 წლის იუბილეზე აჩუქებ.
3) სკოლის/უნივერსიტეტის დამთავრებისას - შეინახე მოლოდინები - სად იქნები 10 წლის შემდეგ? სად იქნებიან შენი მეგობრები?
4) რას ეტყოდი შენს შვილიშვილს 10 წლის შემდეგ? დაუწერე წერილები, შეუნახე მემკვიდრეობა
5) ნათლობა
6) ქორწინების იუბილე
7) ოქროს დაბადებისდღე
8) უბრალოდ მეგობრების შეკრება
9) პირველი მოგზაურობა
10) ნებისმიერი წვეულება.
იმოგზაურე დროში ჩვენთან ერთად!
მიმოხილვები
ჩვენ გავტესტეთ ქორწინების 1 წლის იუბილეზე და ძალიან ემოციური იყო, ვწერდით წერილებს, ვიღებდით ფოტოებს, ჩავწერეთ ვიდეო, ყუთში ჩავდეთ სხვადასხვა ნივთები ამ დღის სამახსოვროდ და დავლუქეთ 10 წლის შემდეგ ყველა ერთად გავხსნით <3 დიდი მადლობა ამ გამოცდილებისთვის და დაუვიწყარი ემოციებისთვის.