რა ვაჩუქოთ ორსულს?
ეძებთ საჩუქარს ორსულისთვის? ნახეთ 15 საუკეთესო იდეა: პრაქტიკული ნივთებიდან ემოციურ დღიურებამდე. შეარჩიეთ საუკეთესო magarea.ge-ზე.
ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული და ემოციური პერიოდია. ეს არის დრო, როცა თითოეული დღე სავსეა მოლოდინით, ახალი განცდებით და უსაზღვრო სიყვარულით. სწორედ ამიტომ, ორსულისთვის საჩუქრის შერჩევა ხშირად რთული ხდება — გვინდა, რომ ის იყოს არა მხოლოდ ლამაზი, არამედ აზრიანი და დასამახსოვრებელი.
ემოციური საჩუქრები - მოგონებების შენახვა
ბევრი ფიქრობს, რომ საჩუქარი მხოლოდ მატერიალური ნივთია, თუმცა ორსულობისას ემოციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ორსულის დღიური - ნომერ პირველი არჩევანი
თუ გსურთ აჩუქოთ რაღაც, რაც მთელი ცხოვრება დარჩება, ორსულობის დღიური იდეალურია. ეს არ არის უბრალოდ რვეული; ეს არის ადგილი, სადაც დედა ინახავს პირველ ფოტოებს, ჩანაწერებს, ემოციებსა და მოლოდინებს.
რატომ არის კარგი საჩუქარი? ის ეხმარება ორსულს სტრესის მართვაში, მოგონებების შენახვაში და ხდება ოჯახური რელიქვია. დღიური გამოიყენება არა მხოლოდ ჩანაწერებისთვის, არამედ რეალურად ხდება ამ პერიოდის ემოციური არქივი. ასეთი დღიური ეხმარება მომავალ დედას, დააფიქსიროს საკუთარი განცდები, მნიშვნელოვანი მომენტები და შექმნას მოგონებები, რომელსაც მომავალში შვილსაც გაუზიარებს. პრემიუმ სასაჩუქრე ნაკრები ამ გამოცდილებას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. ელეგანტურ სასაჩუქრე ყუთში თავმოყრილია ყველაფერი, რაც დღიურის შევსებას სასიამოვნო პროცესად აქცევს
სად შევიძინოთ? Magarea-ს პრემიუმ ხარისხის დღიურები სპეციალურად ამისთვის შეიქმნა.
პრაქტიკული საჩუქრები კომფორტისთვის
ორსულობისას სხეული იცვლება და კომფორტი პრიორიტეტი ხდება.
ორსულობის ბალიში: ეს არის ნივთი, რომელზეც ყველა ორსული ოცნებობს ძილის გასაუმჯობესებლად. ის ამცირებს წელის ტკივილს და ეხმარება ორსულს დასვენება და გამოძინებაში.
კანის მოვლის ნაკრები: ნატურალური ზეთები და კრემები სტრიების საწინააღმდეგოდ ყოველთვის საჭირო საჩუქარია.
კომფორტული საშინაო ტანსაცმელი: რბილი ხალათი ან პიჟამა, "oversize" მაისურები ან ჰუდები, რომელიც მოძრაობას არ ზღუდავს.
გამოცდილება და განტვირთვა
ზოგჯერ საუკეთესო საჩუქარი ნივთი კი არა, დასვენებაა.
ორსულთა მასაჟი ან სპა პროცედურა: დარწმუნდით, რომ სალონი სერტიფიცირებულია ორსულთა მომსახურებაზე. დაცულია სან-ჰიგიენური ნორმები.
ფოტოსესიის ვაუჩერი: ორსულობის ფოტოები ის მოგონებაა, რომელიც ყოველთვის გაათბობს დედის გულს. თანაც ორსულის დღიურსაც კიდევ უფრო გაალამაზებს.
მომავალი მშობლების კურსები: პრაქტიკული ცოდნა მშობიარობისა და ბავშვის მოვლის შესახებ.
პირველადი დახმარების კურსის ვაუჩერი: ეს ის საჩუქარია რაც უზრუნველყოფს ყველა მშობლის სიმშვიდეს. პირველადი დახმარების კურსი ყველამ უნდა გაიაროს, ვისაც ბავშვთან ეხება უშუალო კონტაქტი (მშობლები, ბებია-პაპები, და ა.შ.)
როგორ შევარჩიოთ საჩუქარი ტრიმესტრის მიხედვით?
პირველი ტრიმესტრი: ამ დროს კარგი საჩუქარია ორსულის დღიური (რომ ადრეული ეტაპიდანვე დაიწყოს წერა) და სიმბოლური ნივთები, რაც ორსულობასა და დედობას უკავშირდება. ეცადეთ მოერიდოთ სურნელოვას საჩუქრებს, სუნამოს, სანთლებს და ასე შემდეგ, რადგან, ამ პერიოდში ორსულების 70-80%-ს ტოქსიკოზი აწუხებს
მეორე ტრიმესტრი: საუკეთესო დროა ტანსაცმლისა და ფოტოსესიისთვის, რადგან ორსული თავს ენერგიულად გრძნობს.
მესამე ტრიმესტრი: აქცენტი გააკეთეთ ნივთებზე, რომლებიც მშობიარობის შემდეგაც გამოდგება (მაგალითად, სამშობიარო ჩანთა ან ბავშვის მოვლის ნივთები).
რატომ არის "Magarea" საუკეთესო გადაწყვეტილება საჩუქრისთვის?
როდესაც ეძებთ, თუ რა აჩუქოთ ორსულს, თქვენ ეძებთ ხარისხს და სითბოს. Magarea-ს ორსულობის დღიური გამოირჩევა:
ელეგანტური დიზაინით: ოქროსფერი დეტალები და ხავერდოვანი ლამინაცია მას ნამდვილ ძვირფას საჩუქრად აქცევს.
ქართული შინაარსით: სრულად ადაპტირებულია ქართულ რეალობაზე.
მრავალფეროვნებით: მოიცავს 100 გვერდს, სადაც გათვალისწინებულია ყველა მნიშვნელოვანი მომენტი პირველი გულისცემიდან - პატარას პირველ იუბილემდე.
ხშირად დასმული კითხვები საჩუქრებზე
კითხვა: რა არ უნდა ვაჩუქოთ ორსულს? მოერიდეთ ისეთ საჩუქრებს, რომლებიც მკაცრ დიეტასთან ან ინტენსიურ ვარჯიშთანაა დაკავშირებული, ასევე მძაფრსუნიან პარფიუმერიას.
კითხვა: დღიური მხოლოდ პირველ შვილზეა საჭირო? პირიქით! ყოველი ორსულობა ინდივიდუალურია. მეორე და მესამე შვილისთვისაც დღიურის წარმოება საოცარი საშუალებაა, რომ მოგვიანებით მათ შორის განსხვავებები იპოვნოთ. თანაც, ყველა შვილი იმსახურებს თავის ინდივიდუალურ ისტორიას.